სუფთა ქალაქი
15 წელი დასუფთავების სფეროში
15 წელი დასუფთავების სფეროში
„სუფთა ქალაქი“ — 15-წლიანი გამოცდილება დასუფთავების სფეროში! ჩვენ გთავაზობთ დიდი სივრცეების, ოფისებისა და სახლების ნებისმიერი სირთულის, კომპლექსურ დასუფთავებას სწრაფად და უმაღლესი ხარისხით. ჩვენი ძლიერი ტექნიკური ბაზა მოიცავს ინდუსტრიის ლიდერ იატაკის მოსარეცხ, ქიმწმენდისა და რობოტიზებულ მოსახვეტ აპარატებს, ასევე მძლავრ მტვერსასრუტებს, რომელთა როგორც შეძენა, ისე იჯარით აღებაც შეგიძლიათ. ენდეთ პროფესიონალებს და მიიღეთ იდეალური სისუფთავე!
იატაკის მოსარეცხი ავტომობილი
იატაკის მოსახვეტი ავტომობილი
იატაკის მოსარეცხი აპარატი
იატაკის დასუფთავების რობოტი
გენერალურ დალაგება საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის. ჩვენ იდეალურად ვასუფთავებთ უმცირეს დეტალებსაც კი თანამედროვე აპარატურისა და სერტიფიცირებული, უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით.
ვიტრაჟებისა და ფანჯრების წმენდა — ნებისმიერ სიმაღლეზე, უნაკლო ბზინვარებით.
რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდა — ლაქებისა და ალერგენებისგან სრული გაწმენდა ღრმა extraction მეთოდით.
იატაკის სპეციალური მოვლა — იატაკის მოსარეცხი პროფესიონალური აპარატურითა და სპეციალური ხსნარებით დამუშავება.
ზედაპირების დეზინფექცია და გაპრიალება — მტვრის, ცხიმისა და ჩამჯდარი ჭუჭყის სრული მოშორება.
სანიტარიული ზონების სიღრმისეული დამუშავება — აბაზანისა და სამზარეულოს სრული ჰიგიენური წესრიგი.
გთავაზობთ რემონტის შემდგომი დალაგების სრულყოფილ სერვისს. ჩვენი 15-წლიანი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე ტექნიკა გარანტიას იძლევა, რომ თქვენი სივრცე უმოკლეს ვადებში გახდება იდეალურად სუფთა და საცხოვრებლად მზად.
სამშენებლო მტვრის სრული მოშორება — ჭერიდან, კედლებიდან, განათებებიდან და ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან.
ნალექისა და ლაქების წმენდა — ცემენტის, საღებავის, წებოს, შპაკლისა და სკოჩის ნაკვალევის უსაფრთხო მოშორება სპეციალური ხსნარებით.
ვიტრაჟებისა და ფანჯრების წმენდა — ორთქლისა და პროფესიონალური ინვენტარის გამოყენებით, მათ შორის მაღალ სიმაღლეზე.
იატაკის ღრმა წმენდა — იატაკის მოსარეცხი პროფესიონალური აპარატურით ნებისმიერი ტიპის ზედაპირის (ფილა, პარკეტი, ლამინატი) გასუფთავება და გაპრიალება.
სანიტარიული ზონებისა და სამზარეულოს დეზინფექცია — სანტექნიკისა და ზედაპირების სიღრმისეული დამუშავება.
გთავაზობთ კომერციული ობიექტების ყოველდღიური დასუფთავების სრულ სერვისს, თქვენს სამუშაო გრაფიკზე მორგებული მოქნილი პირობებით.
ჩვენი პროფესიონალი პერსონალი უზრუნველყოფს თქვენი ოფისი, შოურუმი თუ ბიზნეს ცენტრი ყოველდღიურად იდეალურ მდგომარეობაში შეხვდეს მომხმარებლებსა და პარტნიორებს.
სამუშაო ზონებისა და ავეჯის მოვლა — მაგიდების, ტექნიკისა და სამუშაო ზედაპირების მტვრისგან გაწმენდა და სანიტარიული დამუშავება.
იატაკის ყოველდღიური წმენდა — იატაკის მოსარეცხი პროფესიონალური აპარატებითა და სპეციალური ხსნარებით რეცხვა/მოწმენდა (ფილა, ლამინატი, მარმარილო).
სანიტარიული კვანძების დეზინფექცია — სველი წერტილების სიღრმისეული ჰიგიენა და მუდმივი კონტროლი.
ხარჯვადი მასალების უზრუნველყოფა — მაღალი ხარისხის ჰიგიენური საშუალებების, ხელსახოცების, თხევადი საპნისა და ურნის პარკების შევსება-მონიტორინგი.
ნაგვის შეგროვება და გატანა — ურნების დაცლა და ნარჩენების სისტემატური მართვა.
598 68 11 44
sales@cleancity.ge